Monday, May 12, 2014

მეხუთე დღე

დღე სასიამოვნოდ და კარგი განწყობით დაიწყო. დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღის განმავლობაში განსახილველი  საკითხები, რამაც ხალისი შეგვმატა.

ვისწავლეთ: 

1.პრეზენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სივრცე  Google Drive-ში.

2. პრეზენტაციის გამოქვეყნება (დადება) ბლოგზე.

3.Youtube-დან სასურველი ვიდეოს დადება ბლოგზე და სურვილის შემთხვევაში მისი წაშლაც.

4. აგრეთვე ვისწავლეთ ე.წ  ,,გაჯეტების" ჩასმა ბლოგზე და მათი განლაგების შეცვლა.

5.საინტერესო იყო ბლოგზე მნახველთა რაოდენობის გაჯეტის ჩასმის სწავლება.

საკმაოდ საინტერესო და მრავლის მომცველი ტრენინგი გვქონდა. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  ქ/ნ   ნინო მარღიშვილს ასეთი ნაყოფიერი და სასარგებლო ტრენინგისთვის.

No comments:

Post a Comment