დაიწყო ხალისიანად. გავეცანით სახლში დავალებად მიცემულ მონაწილეთა მიერ დასრულებულ ბუკლეტებს.
შემდეგ ჩვენი ტრენინგი შევიდა მუშაობის აქტიურ ფაზაში და იყო ცოტა ურო რთულიდა შრომატევადი წინა დღეებთან შედარებით, მაგრამ საინტერესო.
გავეცანით მიზნებისა და სტანდარტების შემუშავებას და შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი - განახლებული ბლომის ტაქსონოომიის გამოყენებით.
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას ( ზოგადი, ტემატური და შინაარსობრივი)., რაც ხელს უწყობს პროექტში მოსწავლეთა ჩართულობის გააქტიურებას. საინტერესო იყო წყვილებში მუშაობა და სხვადასხვა თემაზე - აღნიშნული კითხვების მოფიქრება, რის შემდეგაც თითოეულმა მონაწილემ შეადგინა საკუთარი პროექტის საკვანძო კითხვები.
საინტერესო იყო ბლოგზე ფონის შეცვლის სწავლა და პოსტზე სურათის დამატება.
დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.
ძალიან კარგია.წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteმადლობა მარი
ReplyDeleteშორენა, შენ ისეთი ყოჩაღი გოგო ხარ, ამ სირთულეებს ძალიან ადვილად გაართმევ თავს! ნეტა შენნაირი მოწადინებული და ყოჩაღი მასწავლებლები მყავდნენს სკოლაში ყველა (კი კარგები არიან ჩემებიც, მაგრამ ჩენც ჩვენს კოლექტივში იყვე, მინდა :) )
ReplyDeleteუღრმესი მადლობა თამარ ასეთი თბილი სიტყვებისთვის
ReplyDelete