Monday, May 26, 2014

მეექვსე დღე

დაიწყო როგორც ყოველთვის ხალისიანად.

დასაწყისში მიმოვიხილეთ მეოთხე მოდული.

მივიღეთ მითითებები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნასთან დაკავშირებით და შევუდექით მის შექმნას.

ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის აგება და ინდიკატორებისთვის წონის მინიჭების და დაანგარიშების სპეციფიკა.

დღე ცოტა დამღლელად მომეჩვენა.

Monday, May 12, 2014

მეხუთე დღე

დღე სასიამოვნოდ და კარგი განწყობით დაიწყო. დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღის განმავლობაში განსახილველი  საკითხები, რამაც ხალისი შეგვმატა.

ვისწავლეთ: 

1.პრეზენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სივრცე  Google Drive-ში.

2. პრეზენტაციის გამოქვეყნება (დადება) ბლოგზე.

3.Youtube-დან სასურველი ვიდეოს დადება ბლოგზე და სურვილის შემთხვევაში მისი წაშლაც.

4. აგრეთვე ვისწავლეთ ე.წ  ,,გაჯეტების" ჩასმა ბლოგზე და მათი განლაგების შეცვლა.

5.საინტერესო იყო ბლოგზე მნახველთა რაოდენობის გაჯეტის ჩასმის სწავლება.

საკმაოდ საინტერესო და მრავლის მომცველი ტრენინგი გვქონდა. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  ქ/ნ   ნინო მარღიშვილს ასეთი ნაყოფიერი და სასარგებლო ტრენინგისთვის.

Sunday, May 11, 2014

პრეზენტაცია

მეოთხე დღე

ყველაზე რთული მომეჩვენა, სხვა დღეებისგან განსხვავებით. თუმცა ვცდილობდი არ დამეკარგა მოტივაცია და მივყოლოდი ტრენინგის მსვლელობას.თუმცა მაინც ასეთი გამომეტყველება მქონდა.

დღეს გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების  შეფასებას. ასევე შეფასების დაგეგმის 5 მიზანს, შევავსე შეფასების გეგმის დროის ჩარჩო და დავწერე მოსწავლეთა წინარე ცოდნის განმსაზღვრელი რამოდენიმე საკვანძო კითხვა.

ბოლოს პროგრამა power point- ში გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის პრეზენტაცია.

პირადად ჩემთვის  დღე იყო საკმაოდ დამღლელი, დარწმუნებული ვარ ასეთივე იყო ჩვენი ტრენერის ქ/ნ          ნ. მარღიშვილისთვისაც, იმიტომ რომ იყო საკმაოდ ბევრი შეკითხვა მონაწილეთა მხრიდან. მე მას გამძლეობას ვუსურვებ   მრავალ ასეთ პროდუქტიული ტრენიგის ჩატარებისას.

Saturday, May 3, 2014

მესამე დღე

დაიწყო ხალისიანად. გავეცანით სახლში დავალებად მიცემულ მონაწილეთა მიერ დასრულებულ ბუკლეტებს.

შემდეგ ჩვენი ტრენინგი შევიდა  მუშაობის აქტიურ ფაზაში და იყო ცოტა ურო რთულიდა  შრომატევადი  წინა დღეებთან შედარებით, მაგრამ საინტერესო.

გავეცანით მიზნებისა და სტანდარტების შემუშავებას და შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი -  განახლებული ბლომის ტაქსონოომიის გამოყენებით.

გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას ( ზოგადი, ტემატური და შინაარსობრივი)., რაც ხელს უწყობს პროექტში მოსწავლეთა ჩართულობის გააქტიურებას. საინტერესო იყო წყვილებში მუშაობა და სხვადასხვა თემაზე - აღნიშნული კითხვების მოფიქრება, რის შემდეგაც თითოეულმა მონაწილემ შეადგინა საკუთარი პროექტის საკვანძო კითხვები.

საინტერესო იყო ბლოგზე ფონის შეცვლის სწავლა და პოსტზე სურათის დამატება.

დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაარა.

Sunday, April 27, 2014

მეორე დღე

 იყო უფრო მეტად შრომატევადი და ამავე დროს უფრო მეტად საინტერესო  პირველ დღესთან შედარებით.

გავეცანით თითოეული ტრენინგის მონაწილეთა  პროექტს.( აუცილებლად გავითვალისწინებ მოცემულ რჩევებს და შენიშვნებს).

საინტერესო იყო მონაწილეთა რეფლექსიებზე კომენტარების გაკეთება, ვისწავლეთ პუბლიკაციის შექმნა(ამ შემთხვევაში მშობლისათვის), შევიხსენეთ word-ში სურათების ჩასმა და ნაწილობრივ შევავსეთ პუბლიკაციის შაბლონი.

საინტერესო იყო დოკუმენტის დაარქივების და შემდეგ ამ არქივის გაუქმების სწავლაც.

გვაქვს ასევე საშინაო დავალებაც(  I მოდული წასაკითხად და დაწყებული ბუკლეტის დასრულება/შევსება)

Saturday, April 26, 2014

პირველი დღე

 იყო ძალიან საინტერესო( დარწმუნებული ვარ შემდგომი ტრენინგები იქნება უფრო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი). დასაწყისში მიმოვიხილეთ და ზოგადი წარმოდგენა შევიქმენით intel-ზოგად კურსზე.

შემდეგ გავეცანით რა არის სასწავლო პროექტი, ვისწავლეთ სად და როგორ მოვძებნოთ მზა პროექტის გეგმები ( რაც საკმაოდ კარგ დახმარებას გამიწევს მომავალში საკუთარი პროექტების შექმნისას)

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ბლოგზე დარეგისტრირება, კიდევ ერთხელ შევიხსენე ეს პროცედურა, შევიხსენეთ ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ( გამეორება ცოდნის დედაა).

მოუთმენლად ველოდები შემდეგ ტრენინგს