Sunday, April 27, 2014

მეორე დღე

 იყო უფრო მეტად შრომატევადი და ამავე დროს უფრო მეტად საინტერესო  პირველ დღესთან შედარებით.

გავეცანით თითოეული ტრენინგის მონაწილეთა  პროექტს.( აუცილებლად გავითვალისწინებ მოცემულ რჩევებს და შენიშვნებს).

საინტერესო იყო მონაწილეთა რეფლექსიებზე კომენტარების გაკეთება, ვისწავლეთ პუბლიკაციის შექმნა(ამ შემთხვევაში მშობლისათვის), შევიხსენეთ word-ში სურათების ჩასმა და ნაწილობრივ შევავსეთ პუბლიკაციის შაბლონი.

საინტერესო იყო დოკუმენტის დაარქივების და შემდეგ ამ არქივის გაუქმების სწავლაც.

გვაქვს ასევე საშინაო დავალებაც(  I მოდული წასაკითხად და დაწყებული ბუკლეტის დასრულება/შევსება)

Saturday, April 26, 2014

პირველი დღე

 იყო ძალიან საინტერესო( დარწმუნებული ვარ შემდგომი ტრენინგები იქნება უფრო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი). დასაწყისში მიმოვიხილეთ და ზოგადი წარმოდგენა შევიქმენით intel-ზოგად კურსზე.

შემდეგ გავეცანით რა არის სასწავლო პროექტი, ვისწავლეთ სად და როგორ მოვძებნოთ მზა პროექტის გეგმები ( რაც საკმაოდ კარგ დახმარებას გამიწევს მომავალში საკუთარი პროექტების შექმნისას)

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ბლოგზე დარეგისტრირება, კიდევ ერთხელ შევიხსენე ეს პროცედურა, შევიხსენეთ ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ( გამეორება ცოდნის დედაა).

მოუთმენლად ველოდები შემდეგ ტრენინგს